აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მუხაისტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ჩემი კარმიდამო
წყარო:  ქობულეთი / http://kobuletinews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2017

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მუხაისტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მძიმე ტექნიკა შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მეწყერმა საფრთხე ექვს საცხოვრებელ სახლს შეუქმნა, ამ ეტაპზე ორი ოჯახი სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ.

ქობულეთის გამგებლის ,მოადგილის განცხადებით ამ დროისათვის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზე.17 ერთეული ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

ძლიერმა წვიმამ წყავროკა ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდიც წაიღო.კიდევ ერთი ხიდი დაზიანდა ლეღვაში, რის გამოც რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.

შეზღუდვებია წყალმომარაგებაში,ციხისძირს,ბუკნარს,ლეღვასა და ხუცუბანს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია