აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს-მ კვირიკეში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღებაზე ინფორმაცია 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა

ახალი ამბები
წყარო:  ქობულეთი / http://kobuletinews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2017

შსსშსს-შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1982 წელს დაბადებული ქალი პოლიციამ ქობულეთში აიყვანა:

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით.

სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ფ.ო.-ს მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის“, – აცხადებს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
________________________________________
თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნაა დეტალები არ გასაჯაროვდეს. საბოლოოდ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლემ უარი თქვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ.

წყარო: ბათუმელები

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია