დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, პოლონეტის ქალაქ ობორნიკის დელეგაციასთან ერთად პატივი მიაგეს.
მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ სკვერში მიტინგი გაიმართა,სადაც გამომსვლელებმა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართვერლოს ისტორიის ქრონიკები მიმოიხილეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალი მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს დაზიანებული დახვდა.
მოგვიანებით დევანდელ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.