სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიჭიერი ფოთელი მუსიკოსი ბაქოს კონკურსზე

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2019

ფოთელი ახალგაზრდა მუსიკოსი მზეჭაბუკ პაჭკორია, რომელიც    ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მე-3 კურსის სტუდენტი გახლავთ, ბაქოში კონკურსზე  მიიწვიეს. ახალგაზრდა პიანისტმა 23 ნოემბერს,  ბათუმში გამართულ კლასიკური მუსიკის მე-11 საფესტივალო კვირეულში მიიღო მონაწილეობა და შეასრულა ბახის კონცერტი რე მინორი. 26 ნოემბერს  ფესტივალის დასკვნითი კონცერტზეც ბახის გენიალური ნაწარმოებები დაუკრა.  ფესტივალი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტის შემდეგ  ნიჭიერი პიანისტი მიიწვიეს აზერბაიჯანის დედაქალაქში  კლასიკური მუსიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსში ,,მომავლის ვარსკვლავები 2019″  მონაწილეობის მისაღებად .კონკურსი ტარდება აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს, ბიულ-ბიულ ოღლის სახელობის სპეციალიზირებული სამუსიკო სასწავლებლის პარტნიორობით, აზერბაიჯანის კულტურისა და განათლების სამინისტროების და ჰ.ალიევის სახელობის საერთაშორისო მუღამ-ცენტრის მხარდაჭერით.

მარგარიტა ლონგის კონკურსის გამარჯვებული მზეჭაბუკ პაჭკორია პროფესორ ნინო ქათამაძის კლასში სწავლობს და როგორც ამბობს, მსგავსი დონის ფესტივალი და კონკურსი უმნიშვნელოვანესია, რადგან ხელოვანს ეხმარება არტისტული უნარების განვითარებასა და მუსიკალურ სფეროში ინტეგრაციაში: ,,მინდა აღვნიშნო ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დამეხმარა ბატონი ვახტანგ ალანია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ბაქოს შემდეგ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ვიწყებ ახალი ნაწარმოების მეცადინეობას“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია