ფოთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.
ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში კომპანია „კავტრექს ფოთი“, შპს „ჯი ენდ ეი ფორვარდი“, სახალხო ლომბარდი, მოქალაქეები- ჯუნა კემულარია, ვალერი ბერაია და რუსლან გურალია ჩაერთნენ.
შემოწირული პროდუქტი სოციალურად შეჭირვებულ ,მრავალშვილიან ოჯახებს, აგრეთვე 60 წლის ზევით ასაკის მარტოხელა ადამიანების საჭიროებებსა და პრობლემების მოგვარებას ხმარდება.
სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები ურიგებენ.
,,მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია თანადგომა და მხარდაჭერა.მადლობას ვუხდით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებს, ბიზნესმენებს და რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში.ამ ეტაპზე სასაჩუქრე კალათები 400-მდე ოჯახს გადაეცა”.-აღნიშნა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
სურსათით მოსახლეობის დახმარება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
ყველას, ვისაც სურვილი აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მეტად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმეში, გაცნობებთ, ა(ა) იპ სოციალური მომსახურების ცენტრის ანგარიშის ნომერს-751097509 -ხაზინის ანგარიში; ს/კ- 415106405.