შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ივანიშვილი საყდრისითა და დავით-გარეჯით დაამახსოვრდება საქართველოს ისტორიას…”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

“არ არის საჭირო თავზე ნაცრის ყრა, საკუთარი თავის დადანაშაულება და მუდმივად საკუთარი სისუსტის დაფიქსირება ყველა მეზობელთან ურთიერთობისას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მდებარეობა სწორად გამოვიყენოთ არსებულ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში. მაგალითად, მოძმე სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და ახალ დონეზე აყვანა სწორი სიგნალი იქნებოდა ბაქოსთვის.

მაგრამ როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინეს საძინებელშია, რა გინდა რომ ქნა? მას კი რა ინტერესები აკავშირებს სოკართან და ალიევის კლანთან, მხოლოდ მომავალში გავიგებთ… ალბათ ივანიშვილი საყდრისითა და დავით-გარეჯით დაამახსოვრდება საქართველოს ისტორიას…”-წერს ცოტნე გამსახურდია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია