გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI: გამოკითხულთა 70% პროპორციულის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა 70% პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს.

კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, იცონენ თუ არა მათ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა დაპირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციული არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა. რაზეც მოსახლეობის 59%-მა უპასუხა, რომ ამის შესახებ იცოდა.

 

კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს შორის კი, ვინც იცოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პროპორციულის ჩაგდებას 70% უარყოფითად აფასებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია